ინსტიტუტის ისტორია

სსიპ ინსტიტუტი „ოპტიკა“ დაარსდა 1979 წ სსრკ სამხედრო   სამრეწველო კომპლექსისა და  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივით. ინსტიტუტის წარმატებებს შორის  აღსანიშნავია შემდეგი: მან ევროპაში პირველმა შექმნა და სერიულად გამოუშვა დიდი საპროექციო ეკრანები , საპროექციო ობიექტივები და

სხვადასხვა ასფერული ლინზები.

1979 წლიდან 2008 წლამდე ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ჯ. ავალიანი, უნდა აღინიშნოს მისი უდიდესი წვლილი ინსტიტუტის შენობა-ნაგებობების და ლაბორატორიული და კვლევითი ბაზის შექმნა-შენარჩუნების  საქმეში.

2008 წლიდან დღემდე ინსტიტუტს ხელმძღვანელობს საინჟინრო ფიზიკის აკადემიური დოქტორი    ი. ავალიანი, რომლის ხელმძღვანელობის პერიოდში მოხდა ინსტიტუტის პერსონალის გადახალისება, ახალი კადრების მოზიდვა  და თანამედროვე დასავლური სტანდარტის ხელსაწყოებით აღჭურვა.

ბოლო წლებში განხორციელდა და მიმდინარეობს  ინსტიტუტის გადაიარაღება სხვადასხვა ხელსაწყო დანადგარით და  პოლიმერული მასალებით მომარაგება,  რამაც განაპირობა სხვადასხვა სამხედრო და პოლიციური დანიშნულების კონკურენტუნარიანი ოპტიკური და ოპტოელექტრონული სამიზნეების შექმნა.  მიმდინარებოს აქტიური კვლევითი და ექსპერიმენტალური სამუშაოები ენერგოუსაფრთხოების  მიმართულებით, კერძოდ განახლებადი მზის ენერგიის უფრო ეფექტურად გამოყენება და მასზე მომუშავე დანადგარების შექმნა.

ინსტიტუტი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციაში და თანამშრომლობს კოლეგა ინსტიტუტებთან, სსიპ სსსტც „დელტა“-ს თან.

© 2018 Optica.ge - ყველა უფლება დაცულია
საიტი დამზადებულია Smart Web Studio-ს მიერ